მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში
u-forum
საერთაშორისო ფორუმი
მარტი 1-2/2019
თბილისი, საქართველო
ფორუმი ინტერდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაა. მისი მიზანია სადისკუსიო პლატფორმის შექმნა აკადემიური წრეების, პრაქტიკოსი ურბანისტებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის.
თემატიკა
წელს ფორუმი ეძღვნება ქალაქგეგმარების საკითხებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში. მისი მიზანია განიხილოს ის ურბანული პრაქტიკები და კონცეფციები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების საპასუხოდ ინერგება. ამ თვალსაზრისით, ფორუმის ფარგლებში ვიმსჯელებთ გეგმარების ადგილობრივ ჩვევებსა და გზებზე; ევროკავშირის ღირებულებების ქალაქგეგმარებაში გადატანაზე; ასევე ექსპერტიზის, კვლევისა და განათლების საკითხებზე.
მოგეხსენებათ, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები 2014 წელს გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებები ტექნიკური ხასიათის საბუთებია, მათ გააჩნიათ ძლიერი გეოპოლიტიკური გავლენა: ისინი ადასტურებენ ასოცირებული ქვეყნების ევროპულ იდენტობას.
მართალია, დოკუმენტები ქალაქებს უშუალოდ არ ეხებიან, თუმცა, ისინი თითქმის ყველა ეკონომიკური სექტორის რეფორმირებას მოიაზრებენ. აღნიშნული ცვლილებები გავლენას იქონიებს იმ მიდგომებზე, რომლებიც გამოიყენება ქალაქების შესწავლისა და დაგეგმარებისას. სწორედ ამიტომ შეუძლებელია ევროკავშირთან ჰოლისტიკური ჰარმონიზაცია დარჩეს ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და მეცნიერების, ასევე ადგილობრივი მთავრობების ყურადღების მიღმა.
ამასთან, ასოცირების ხელშეკრულება მიუთითებს რეგიონის კიდევ ერთი მეტამორფოზის დასაწყისზე. უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულმა სოციო-ეკონომიკურმა ცვლილებებმა ურბანულ ლანდშაფტს შესამჩნევი კვალი დაატყვეს: გარემოსდაცვითი და სოციალური უთანასწორობა, სატრანსპორტო და საბინაო კრიზისი - ეს საკითხები უკვე დოკუმენტირებულია, როგორც აკადემიურ ლიტერატურაში, ასევე სამთავრობო დოკუმენტებშიდაც.
ფორუმის შედგება ოთხი პანელური დისკუსიისგან და ოთხი პარალელური სესიისგან პრეზენტაციებით. პანელური დისკუსიების მიზანია ფორუმის თემების ირგვლივ არსებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა სხვადასხვა პერსპექტივებიდან; ხოლო პარალელური სესიები უახლოესი კვლევებისა და პროექტების გაცნობას ემსახურება.
ურბანული ტური:
თბილისის იდენტობის განმსაზღვრელი მისი ქაოტური სტრუქტურაა. ეს ქაოტურობა ერთი მხრივ განაპირობებს მის მიმზიდველობას, ხოლო მეორე მხრივ - წარმოადგენს დაბრკოლებას ურბანული განვითარებისთვის. ისტორიის მანძილზე, მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მიზეზით, მკვეთრად განსხვავებული სტრუქტურის ურბანული არეალი ჩამოყალიბდა.
სესიები
სესია 1: ურბანული პრაქტიკების რეტროსპექტივა საქართველოში 1991 წლიდან - დღემდე
ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პროფესიული ქცევითი პრაქტიკები დიდ გავლენას ახდენენ ახალ ქალაქთმშენებლობით სტრატეგიებზე, მიდგომებსა და ნორმებზე. ის დასავლური კონცეფციები, რომლებიც საქართველოში ინერგება, ამ ჩამოყალიბებულმა ქცევითმა პრაქტიკებმა, ასე რომ ვთქვათ, „საკუთარ პრიზმაში გაატარეს“. აშკარაა ისიც, რომ ადგილობრივი პროფესიული ცოდნა სუსტი გამოდგა თანამედროვე, ევროპული მიდგომების სრულყოფილად გააზრების თვალსაზრისით. მან ვერ შეძლო ეფექტიანად ადაპტირება მმართველობის ახალ რეჟიმთან და ადამიანისა და სივრცის მისეულ განსაზღვრებასთან. ამგვარად, პანელური დისკუსიის მიზანია საქართველოში ურბანული დაგეგმარების ევოლუციის ანალიზი სხვადასხვა პერსპექტივიდან 1991 წლიდან დღემდე.
სესია 2: მიმდინარე ქალაქგეგმარებითი პრაქტიკები
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ახალი ურბანული დღის წესრიგის (2016) ჭრილში, პანელი განიხილავს ურბანული დაგეგმარების და დიზაინის თანამედროვე გამოწვევებს . აქ დაისმის მწვავე კითხვები ეკონომიკური, ეკოლოგიური და პოლიტიკური სისტემების გარე ფაქტორების, აგრეთვე პროექტირებისთვის ხელსაყრელი მექანიზმების, ტექნიკისა და სტრატეგიების შესახებ.
პროფესიის მრავალმხრივი ბუნების სახელით, ვიწვევთ მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს ინდუსტრიის სადავო საკითხების გამოსარკვევად. მივესალმებით პრეზენტაციებში კვლევისა და პრაქტიკის ურთიერთდამოკიდებულების ძიებას:
როგორ უკაფავს გზას ცოდნისა და გეგმების (ან დიზაინის სხვა პროდუქტების) ხორცშესხმას კვლევა დიზაინის მეშვეობით (research by design).
სესია 3: ინტეგრირებული მიდგომები ურბანული დაგეგმარებისთვის
დღესდღეისობით, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სტუდიები წარმოადგენენ ინტერდისციპ-ლინარულ სფეროს: ისინი ერთმანეთთან ურთიერთთანამშრომლობით სწავლობენ და იკვლევენ კონკრეტულ საკითხებს, პოლიტიკებს და გეოგრაფიებს.
პანელის მონაწილეები მიმოიხილავენ ქალაქმგეგმარებლების და ურბანული დიზაინერების სხვა პროფესიონალებთან კოლაბორაციის იმ მექანიზმებს, რომლებიც მტკიცე ურბანული ცვლილებების უზრუნველსაყოფად გვჭირდება.
მომხსენებლები გააშუქებენ განსხვავებული დისციპლინებიდან მიღებული მონაცემების „გადათარგმნის“ და ურბანულობის განკერძოებული საკითხების უპირატესობის გამოვლენის სირთულეებს.
სესია 4: ურბანისტიკის და ურბანული დაგეგმარების სწავლება
მსოფლიოში, ქალაქებში მიმდინარე გლობალური სახეცვლილებების ზეწოლა საგანმანათლებლო დაწესე-ბულებებს უბიძგებს ურბანისტიკაზე ორიენტირებული პროგრამების დახვეწიკენ. მოთხოვნა ქალაქებზე მიმართულ პროგრამებზე ასევე განპირობებულია საერთაშორისო პოლიტიკური ტენდენციით - ლოკალური კონტექსტის მიმართ მზარდი მგრძნობელობის და ყურადღების გამოჩენით.
პანელი ასპარეზს უთმობს წამყვან პედაგოგებს სწავლების ინოვაციური ხერხების განსახილველად.
საერთაშორისო ფორუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ (CIG) გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგია.
ფორუმის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, წარადგენს საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია ღონისძიების სამეცნიერო ნაწილზე.
თსუ-ს ხანგრძლივი ისტორია მოიცავს ურბანული და რეგიონალური განვითარების საკითხებზე მაღალხარისხიანი კვლევების წარმოებას. ასევე, საყურადღებო ექსპერტიზის უზრუნველყოფას ადგილობრივი და სახელმწიფოს მთავრობებისთვის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის სამხრეთ კავკასიაში და მიღმა.
CIG გერმანულ-ქართული არაკომერციული ორგანიზაციაა. მისი მიზანია სივრცითი და ქალაქგეგმარებითი პრობლემების გადაჭრის გზებისა და მიდგომების შესწავლა, ანალიზი და განვითარება. კომპანიამ დაამუშავა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ევრპკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ და ახალმა ურბანულმა დღის წესრიგმა ახლებური რეალობები შემოიტანა. მათ შესაბამის თამასას და ქალაქში არსებულ გარემოებებს შორის მუშაობის პროცესში CIG-მ დააგროვა უნიკალური გამოცდილება. ეს გამოცდილება კი გარდაიქმნა ფორუმის მოწყობის შთაგონებად.
ფორუმი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
პროფ. აბელ პოლეზე
ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტი და ტალინის უნივერსიტეტი
პროფ. იოსებ სალუქვაძე
ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფ. ვლადიმერ ვარდოსანიძე ქალაქმგეგმარებელი
პროფ. რუსუდან თევზაძე
ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფ. ნიკოლოზ აბაშიძე საქართველოს არქიტექტორთა კავშირი
სამეცნიერო კომიტეტი:
საორგანიზაციო ჯგუფი :
ელენა დარჯანია
დოქტორანტობის კანდიდატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გვანცა სალუქვაძე
დოქტორანტობის კანდიდატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფ. მამუკა სალუქვაძე
დირექტორი, „სითი ინსტიტუტი საქართველო“
ნინო ხოსიტაშვილი
მხარეთა შორის ურთიერთობის უზრუნველყოფის მენეჯერი, „სითი ინსტიტუტი საქართველო“
ანდრო ქორთუა
უმცროსი ქალაქმგეგმარებელი, გრაფიკული დიზაინერი, „სითი ინსტიტუტი საქართველო“